კურსკის ოლქი 133 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა, ევაკუაციის სწავლებას გადიან ბრიანსკის ოლქშიც | უკრაინის მოსაზღვრე რეგიონების გუბერნატორებმა პუტინს ანგარიში ჩააბარეს

გამოქვეყნდა:

 

რუსეთში, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ განსახლებას 8 რაიონი დაექვემდებარა და ტერიტორია დატოვა 133 ათასზე მეტმა ადამიანმა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ კურსკის გუბერნატორმა რუსეთის პრეზიდენტს ონლაინშეხვედრის დროს განუცხადა.

ვლადიმირ პუტინს ინფორმაცია მიაწოდეს უკრაინის მოსაზღვრე სხვა რეგიონების გუბერნატორებმაც. ბრიანსკის გუბერნატორის თქმით, კლიმოვსკის რაიონში იყო უკრაინელების შეჭრის მცდელობა. ამასთან ოლქის 6 რაიონში ჩატარდა სწავლება გადაუდებელ ევაკუაციასთან დაკავშირებით. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, უკვე მზად აქვთ 12 დროებითი მოთავსების პუნქტი.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის თქმით, დაბომბვების გამო რეგიონში ვითარება კვლავ მძიმეა.

შეგახსენებთ, 6 აგვისტოს, უკრაინის ჯარი ქალაქ სუმის მიმდებარე საზღვართან რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა და კურსკის ოლქში შეიჭრა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის არმია კურსკის რეგიონის 92-ზე მეტ დასახლებას და 1250 კვ.კმ-ზე მეტ ტერიტორიას აკონტროლებს. როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, უკრაინის ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი რუსული სამხედრო პოტენციალის განადგურება და ბუფერული ზონის შექმნა აგრესორის ტერიტორიაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი