ბაიდენი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დაპირდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი სამხედრო პაკეტის გამოყოფას დაპირდა - ბაიდენმა ზელენსკის უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაურეკა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ დამატებით ინფორმაციას კვირის განმავლობაში გაავრცელებს.

„პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად; დრონის აღჭურვილობა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ასევე ფრონტის ჯარისკაცებისთვის საბრძოლო მასალა და მობილური სარაკეტო სისტემები“, - განაცხადა ბაიდენმა.

მანამდე მედიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ სამხედრო დახმარების ღირებულება 125 მილიონი დოლარია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი