ვორონეჟის ოლქში საბრძოლო მასალების საწყობი იწვის

გამოქვეყნდა:

რუსეთის ვორონეჟის ოლქში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად, ხანძარი გაჩნდა, რამაც ფეთქებად საშიში ობიექტების დეტონაცია გამოიწვია. ამის შესახებ დღეს, 24 აგვისტოს, შუაღამით ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა განაცხადა.

ტელეგრამარხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვორონეჟის ოლქში, ქალაქ ოსტროგოჟსკში იწვის და ფეთქდება საბრძოლო მასალის საწყობი. აღნიშნულია, რომ ოსტროგოჟსკში არის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ჯავშანტექნიკის უმცროსი სპეციალისტების მომზადების სასწავლო ცენტრიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი