"უბრალოდ დაემთხვა არჩევნებს" | როგორ ხდება "ოცნების" ფავორიტი შემსრულებლებისთვის კონცერტების ბიუჯეტიდან დაფინანსება

გამოქვეყნდა:

წინასაარჩევნო პერიოდში "ოცნების" ფავორიტი შემსრულებლებისთვის კონცერტების ბიუჯეტიდან დაფინანსება საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემა გახდა.

კრიტიკას "მთავარ არხთან" საუბარში აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ ანრი ჯოხაძე ხალხის მოთხოვნის შესაბამისად შეირჩა, კონცერტის ჩატარების დრო კი უბრალოდ დაემთხვა არჩევნებს.

"ეს ბოლო წლებია არა მარტო ანრი ჯოხაძე, სხვების თემაც იყო და დავხმარებივართ, უბრალოდ დაემთხვა არჩევნებს. ძალიან კარგი მომღერალია და ადამიანებს სურთ ანრი ჯოხაძის მოსმენა," - განაცხადა აკაკი ძნელაძემ.

ოპოზიცია პარალელს სხვა მომღერლებთან ავლებს და აცხადებენ, რომ ბათუმში სხვა პოპულარული მომღერლებიც ჩადიან, თუმცა მათი დაფინანსება ანრი ჯოხაძისგან განსხვავებით ბიუჯეტიდან არ ხდება.

იხილეთ ასევე
აჭარის კულტურის სამინისტრო ანრი ჯოხაძის კონცერტს ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარით დააფინანსებს

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი