რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის ფონზე, პოლონეთმა ავიაცია მზადყოფნაში მოიყვანა

გამოქვეყნდა:

რუსეთის არმიის მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის ფონზე  პოლონეთმა ავიაცია ზადყოფნაში მოიყვანა. ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა სოციალურ პლატფორმა X-ზე იტყობინება.

ოპერატიული სარდლობა აღნიშნავს, რომ "დილიდანვე აკვირდებიან რუსეთის ინტენსიურ დარტყმებს ობიექტებზე, რომლებიც მდებარეობენ, მათ შორის უკრაინის დასავლეთ ტერიტორიაზე".

უწყების განცხადებით, დაწყებულია ყველა საჭირო პროცედურა ქვეყნის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

შეგახსენებთ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, აგრესორი რუსეთი უკრაინას რაკეტებით ზღვიდან და ჰაერიდან უტევს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი