რუსეთის მასიური შეტევა უკრაინაზე | ამ ეტაპზე ცნობილია 4 დაღუპულისა და 11 დაშავებულის შესახებ

გამოქვეყნდა:

26 აგვისტოს, დილით უკრაინაზე რუსეთის კომბინირებული შეტევის შედეგად  4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 11 დაშავდა.

ადგილობრივი დროით 11 საათის მდგომარეობაზე ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს:

რუსეთის სარაკეტო შეტევას ჟიტომირის ოლქში ქალი ემსხვერპლა, თითო ადამიანი დაიღუპა ლუცკში, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქში.

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის საჰაერო თავდასხმის შედეგად უკრაინის 15 რეგიონი დაზიანდა.

"რუსეთის მასიური თავდასხმის შედეგად 15 რეგიონი დაზიანდა. მტერმა გამოიყენა სხვადასხვა ტიპის იარაღი: უპილოტო საფრენი აპარატები, ფრთოსანი რაკეტები, კინჟალები.

ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა კიდევ ერთხელ გახდა რუსი ტერორისტების სამიზნე. სამწუხაროდ, რიგ რეგიონებში ზარალია. Ukrenergo იძულებულია გამოიყენოს ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვა სისტემის სტაბილიზაციისთვის," - განაცხადა შმიგალმა.

უკრაინის პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ქალაქების ბარბაროსული დაბომბვის შესაჩერებლად აუცილებელია განადგურდეს ის, საიდანაც რუსული რაკეტები მოდის. ამისთვის კი უკრაინას სჭირდება შორი მოქმედების იარაღი და ნებართვა პარტნიორებისგან, რომ გამოიყენოს ისინი რუსულ სამიზნეებზე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი