სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის ცნობით, ზაპოროჟიეში, ღამით "შაჰიდებით" თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
"რუსებმა, წინასწარი მონაცემებით, შვიდი დარტყმა განახორციელეს უპილოტო საფრენი აპარატებით ზაპოროჟიესა და ზაპოროჟიეს რეგიონში. დაიღუპა კაცი, დაშავდა კაცი და ქალი", - წერს ივან ფედოროვი ტელეგრამის არხზე.
მისივე ცნობით, აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა დააზიანა სახლები, ხოლო ხმელ ბალახს ცეცხლი გაუჩნდა ღია ტერიტორიაზე.