სოფელ ჭალადიდში ძმამ ძმა დაჭრა. ოჯახში შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რა დროსაც 56 წლის კაცმა ძმას ჭრილობები თავისა და სახის არეში მიაყენა. 

ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. 

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი