სუიციდი თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე რთული გამოწვევაა - თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ სიუციდი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. მისივე თქმით, სიუციდის პრევენციის პროგრამები რამდენიმე სფეროში გააკეთეს. 

სუიციდი არის თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა და ამასთან საჭიროა კომპლექსური ბრძოლა. პირველ რიგში, ეს არის სუიციდის პრევენციის პროგრამები, რომელშიც უნდა იყოს ჩართული: განათლების, სოციალური და სხვადასხვა კომპონენტები. ჩვენ ასეთი გავაკეთეთ რამდენიმე სფეროში, მათ შორის სასჯელაღსრულების სფეროში, სადაც ფუნდამენტური რეფორმები განხორციელდა ჩვნეი ხელისუფლების დროს და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს სამუშაო, - თქვა თალაკვაძემ.

შეგახსენეთ, რომ გუშინ, გვიან ღამით 14 წლის რატი ასლამაზიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის მიზეზი, სავარაუდოდ, მძიმე სოციალური მდგომარეობაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი