"გადაწყვეტილების მიღების დღე მოგვიახლოვდა. ჩვენ საქმე არა გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს", - ამ სიტყვებით მოაწერა ხელი არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის განკარგულებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ქვეყნის მეთაურმა ორბელიანების სასახლეში, მედიის თანდასწრებით და პირდაპირ ეთერში გააფორმა დოკუმენტი და კიდევ ერთხელ ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ უთხრა მოქალაქეებს, რომ ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის, შემართების დროა და არჩევნებზე ყველანი უნდა წავიდეთ - და პარალელურად გააკრიტიკა "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყნის მეთაურის თქმით, ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს.
იხილეთ ასევე: