უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოდან წყარო "უკრაინსკა პრავდას" უდასტურებს, რომ როსტოვის ოლქში ნავთობბაზას უკრაინული დრონები დაესნხნ თავს. ოპერაციის დეტალური შედეგები ამ დრომდე ზუსტდება.
მედია წერს, რომ ეს ობიექტი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილია და უშუალოდ მონაწილეობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მხარდაჭერაში.
დრონებით თავდასხმის შემდეგ საწვავის საცავში ხანძრის გაჩენა მოგვიანებით დაადასტურა როსტოვის გუბერნატორმაც. მისი თქმით, მსხვერპლი არ არის და საცხოვრებელ კორპუსებზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
კამენსკის ოლქი, სადაც ნავთობბაზაა მდებარეობს როსტოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, უკრაინის ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქის საზღვართან.