ომში მყოფი უკრაინის შეიარაღება ძლიერდება. დასავლეთისა და შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების პარალელურად კიევმა შეიარაღებული ძალები ახალი დრონითა და ბალისტიკური რაკეტით აღჭურვა. პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ ახალი იარაღი სასტიკ ომში შესაძლოა გარდამტეხი და ოკუპანტი რუსეთისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს, რადგან ორივე საფრენ მოწყობილობას განსაკუთრებულად ძლიერი ტექნიკური მონაცემები და შესაძლებლობები აქვს.