ლიეტუვამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ვრცელდება. მედიის ცნობით, დახმარების პაკეტში
სატვირთო მანქანები, დასაკეცი საწოლები და საბრძოლო სისტემები შედის. გავრცელებული ინფორმაციით, დახმარება უკრაინაში დღეს, 28 აგვისტოს, ჩავიდა.
„უკრაინის მოთხოვნის საპასუხოდ, წელს ლიეტუვამ უკვე მიაწოდა 155 მმ-იანი საბრძოლო მასალა, M577 და M113 ჯავშანტექნიკა, ზამთრის სეზონისთვის საჭირო აღჭურვილობა და თბილი ტანსაცმლის ნაკრები, სატანკო ყუმბარმტყორცნი და სხვა დამხმარე აღჭურვილობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებიდან ლიეტუვამ უკრაინას 647 მილიონ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწია, ქვეყანაში გრძელვადიანი დახმარების მთლიანმა მოცულობამ კი 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა.