რუსეთმა ღამის განმავლობაში 5 რაკეტა და 74 დრონი გაუშვა, 60 დრონი და 2 რაკეტა ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს ღამით, რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის ხუთი რაკეტა და "შაჰიდის" ტიპის 74 თავდასხმის დრონი გაუშვეს. უწყების ცნობით, ჩამოაგდეს ორი რაკეტა და 60 უპილოტო საფრენი აპარატი.

უწყება ამბობს, რომ სამი Kh-59/69 ტიპის ფრთოსანი რაკეტა კურსკისა და ბელგოროდის რეგიონის საჰაერო სივრციდან გაუშვეს, ამავე ტერიტორიიდან უკრაინას თავს დაესხნენ ორი რაკეტით, რომელთა ტიპი ჯერ დადგენილი არაა.

"საზენიტო ბრძოლის შედეგად ჩამოაგდეს ორი X-59/69 მართვადი თვითმფრინავის რაკეტა და 60 "შაჰიდ-131/136" შემტევი უპილოტო საფრენი აპარატი", - წერია უწყების განცხადებაში.

საჰაერო თავდაცვის ძალები მოქმედებდნენ უკრაინის ცხრა რეგიონში: ხარკოვი, ჩერკასი, კიროვოგრადი, კიევი, პოლტავა, დნეპროპეტროვსკი, ხერსონი, სუმი და დონეცკი.

მანამდე კიევის რეგიონის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხუთშაბათს ღამით დედაქალაქის რეგიონს თავს დაესხა დაახლოებით 15 რუსული დრონი, მაგრამ ყველა მათგანი ჩამოაგდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი