უკრაინა F-16-ის ჩამოვარდნას ადასტურებს - ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა 26 აგვისტოს მოხდა.
"რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას საზენიტო-სარაკეტო ძალების დანაყოფებთან ერთად F-16-ის გამანადგურებლები გამოვიყენეთ. საჰაერო ბრძოლის დროს F-16-ის თვითმფრინავებმა თავისი მაღალი ეფექტურობა აჩვენეს, ჩამოვაგდეთ მტრის ოთხი მფრინავი რაკეტა. შემდეგ სამიზნესთან მიახლოებისას ერთ-ერთ თვითმფრინავთან კონტაქტი გაწყდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავი კატასტროფაში მოყვა, მფრინავი დაიღუპა", - წერია განცხადებაში.
მანამდე, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას F-16-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, უკრაინული მხარე არ ადასტურებდა.