Le Monde: რუსი დაქირავებულები ტოვებენ ბურკინა-ფასოს, მიზეზი უკრაინის შეტევისგან კურსკის დაცვაა

გამოქვეყნდა:

ფრანგული გაზეთი Le Monde ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსული "სპეცდანიშნულების ბრიგადის" დაქირავებულები, სახელწოდებით "დათვები", ტოვებენ ბურკინა-ფასოს. გამოცემა ამბობს, რომ რუსი დაქირავებული ჯარისკაცების აფრიკიდან წასვლის მიზეზი არის მათი გადაყვანა კურსკში, რათა დაიცვან რეგიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევისგან, რომელიც 6 აგვისტოდან მიმდინარეობს.

საუბარია ასამდე ადამიანისგან შემდგარ გასამხედროებულ ჯგუფზე, რომელიც მაისში ჩავიდა აფრიკის უაგადუგუს დედაქალაქში, რათა დაეცვა "არაერთი საკვანძო ფიგურა, მათ შორის, სავარაუდოდ, ხუნტას მეთაური, კაპიტანი იბრაჰიმ ტრაორე" - განმარტავს გამოცემა.

ჟურნალისტები მიუთითებენ, რომ 22 აგვისტოს ისინი "ტელეგრამის" საშუალებით დაუკავშირდნენ ბრიგადის მეთაურს, ვიქტორ ერმოლაევს, მან დაადასტურა ინფორმაცია ძალების გაყვანის შესახებ.

გაზეთი აღნიშნავს, რომ "დათვების" ბრიგადა უარყოფს რაიმე კავშირს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, თუმცა, არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთის თავდაცვის დეპარტამენტის ზოგიერთი ლიდერი კონტაქტში იყო მასთან. მაგალითად, "ლე მონდი", წერს, რომ 2023 წლის 5 აპრილს, იუნუს-ბეკ ევკუროვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, "რომელიც ამჟამად ზედამხედველობს კრემლის მთელ სამხედრო ყოფნას აფრიკის კონტინენტზე, პირადად ეწვია პერევალნოეს ბანაკს (მდებარეობს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში - რედ.) თავისი მხარდაჭერის შეთავაზების მიზნით".

17 აგვისტოს კრემლის მხარდამჭერმა პორტალმა "ცარგრადი" დაწერა, რომ 81-ე ცალკეული სპეცდანიშნულების ბრიგადა "დათვები" აფრიკიდან რუსეთში ბრუდნება "კურსკის მახლობლად სამშობლოს დასაცავად". ამავე პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ეს ბრიგადა 2023 წელს ჩამოყალიბდა და რომ "რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აწვდის მას იარაღსა და აღჭურვილობას".

იმავდროულად, 27 აგვისტოს, "ტელეგრამის" არხზე - "დათვების" ბრიგადა" გამოჩნდა შემდეგი შეტყობინება: "ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, ბრიგადა ყირიმში ბრუნდება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი