უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში სხვადასხვა სამიზნეების მიმართულებით 18 "შაჰედი" გამოიყენეს და ერთი ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერ - М", რომელიც ყირიმიდან იქნა გაშვებული. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 12 დრონი საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, 4 კი თავად ჩამოვარდა.
საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფები მოქმედებდნენ უკრაინის ხუთ რეგიონში: ვინიცაში, ნიკოლაევში, დნეპროპეტროვსკში, ხერსონში და სუმიში.