ხარკოვში, რუსული დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, მათ შორის 22 ბავშვია

გამოქვეყნდა:

ხარკოვში რუსული ძალების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, მათ შორის 22 ბავშვია. დაღუპულია სულ მცირე 7 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა ძალებმა ხარკოვში, 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორია 30 აგვისტოს, შუადღის საათებში დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია.

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსული თავდასხმის ქვეშ მოყვა ნემიშლიანსკის რაიონიც. შედეგად დაიღუპა 14 წლის გოგონა. მისივე თქმით, რუსულმა ძალებმა ასევე დაარტყეს ქალაქის სლობიდსკის რაიონს. დაზიანდა საწყობის შენობა და სამი სახლი. დაშავებულებიდან 20 მძიმე ან "უკიდურესად მძიმე" მდგომარეობაშია.

"შესაძლოა, ავარიული შენობის ზედა სართულებზე იყოს ხალხი, მათ შორის ერთი ქალი მაინც. არსებობს იმის რისკი, რომ შენობა განადგურდეს," - განაცხადა სინეგუბოვმა.

თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა, მისცენ ნება, დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღით, რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო საჰაერო ბაზებს დაარტყან.

"ჩვენი პარტნიორების მტკიცე გადაწყვეტილებები გვჭირდება ამ ტერორის შესაჩერებლად. ეს არის აბსოლუტურად სამართლიანი საჭიროება და არ არსებობს რაციონალური მიზეზი უკრაინის თავდაცვის შეზღუდვისთვის," - განაცხადა ზელენსკიმ.

იხილეთ ასევე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი