ხორვატიამ უკრაინას Dok-ING MV-4 ტიპის რობოტული განაღმვის სისტემები აჩუქა. ხორვატიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ივან ანუშიჩმა და მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელებმა ურკაინული მხარის წარმომადგენლებს საჩუქრის აღმნიშვნელი სერთიფიკატი გადასცეს.
ნუშიჩმა აღნიშნა, რომ უკრაინის განაღმვის პროცესი დიდ დროს და თანხებს მოითხოვს. მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 26% დანაღმულია.
"განაღმვა უზარმაზარი ამოცანაა და აქ ძალიან საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერა. უკრაინა მარტო არ არის, ჩვენ ერთად ვიმუშავებთ მანამ, სანამ საჭირო იქნება" - განაცხადა მინისტრმა.