უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა, აშშ-ის მაღალჩინოსნებს გადასცა იმ სამიზნეების სია, რომლებზეც უკრაინა იერიშის მიტანას ამერიკული ATACMS - რაკეტებით აპირებს.
"ჩვენ ვაჩვენებთ, რომ აეროდრომები, რომლებსაც ისინი [რუსები] ჩვენს ქალაქებზე თავდასხმისთვის იყენებენ, ტერიტორიულად [ქვეყნის] სიღრმეში მდებარეობს", - თქვა მინისტრმა.
მისივე თქმით, უკრაინა ახლაც დაჟინებით მოითხოვს შეზღუდვების მოხსნას, რადგან ეს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის და ინფრასტრუქტურის დაცვას ემსახურება.
„ჩვენ ავუხსენით, რა საშუალებები გვჭირდება მოქალაქეების რუსეთის ტერორისგან დასაცავად. ასე რომ, იმედი მაქვს მოგვისმენენ“, - თქვა მან.