ასზე მეტი დრონი რუსეთის წინააღმდეგ | შეტევის შედეგად მოსკოვში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

გამოქვეყნდა:

გასული ღამის განმავლობაში რუსეთზე შეტევა 150-ზე მეტი დრონით განხორციელდა. უკრაინული დრონები მიფრინდნენ რუსეთის დედაქალაქშიც. მოსკოვის მერის თქმით, მათი უმრავლესობა ჩამოაგდეს, ერთ-ერთმა ჩამოგდებულმა დრონმა კი მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული და უკრაინული მედიები ავრცელებენ.

ამ ეტაპზე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში არსებულ ხანძარს მაქსიმალური სირთულის დონე აქვს მინიჭებული.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი