ხარკოვში რუსული თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

სინეგუბოვის თქმით, პირველი სექტემბრის ღამეს რუსების თავდასხმამ რამდენიმე შენობა დააზიანა და ცეცხლი გააჩინა.

იმავდროულად, გუბერნატორ სერხი ლისაკის ცნობით, რამდენიმე რუსული დრონი დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩამოვარდა, შედეგად ორი ადამიანი 72 წლის ქალი და 66 წლის კაცი დაიჭრნენ. თავდასხმის შემდეგ დაფიქსირდა ხანძარიც, რომელმაც ელექტროგადამცემი ხაზები, ბენზინგასამართი სადგური, საწარმო, რამდენიმე მაღალსართულიანი კორპუსი, ათამდე სახლი და საწყობი დააზიანა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი