ღამით კიევის თავზე 10-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და ათამდე ბალისტიკური რაკეტა გავანადგურეთ | პოპკო

გამოქვეყნდა:

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო აცხადებს, რომ ღამით რუსეთის დაბომბვის დროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 10-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და 10-მდე ბალისტიკური რაკეტა და თავდასხმის დრონი გაანადგურეს.

"ბალისტიკური რაკეტების წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა ერთდროულად", - წერს პოპკო. მისი ინფორმაციით, ფრთოსანი რაკეტები შესაძლოა ყოფილიყო - KH-101.

"საკრუიზო რაკეტების დედაქალაქთან მიახლოების პარალელურად, მტერმა KN-24/Iskander-M ბალისტიკური რაკეტები ესროლა კიევსა და მის გარეუბნებს. ამ ყველაფერს ემატება ერთი თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი", - წერს პოპკო.

მისი თქმით, რაკეტის ნამსხვრევები კიევის ოთხ რაიონში ჩამოვარდა, სადაც მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა და არასაცხოვრებელი ფართები დაზიანდა.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო განმარტავს, რომ ადგილობრივი დროით 06:25 საათისთვის ექიმებს დახმარებისთვის ორმა ზრდასრულმა მიმართა, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი