ნიდერლანდები უკრაინას 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა დიკ სხოფმა განაცხადა, რომელიც, ამ დროისთვის, ზაპოროჟიეში იმყოფება.
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინას წინსვლაში დავეხმაროთ. არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე, არამედ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. სწორედ ამიტომ, ნიდერლანდები 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების მნიშვნელოვან ახალ პაკეტს გამოყოფს. პაკეტი ძირითადად ორიენტირებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და შეკეთებაზე და ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით დაფინანსებას შეიცავს“, - წერს სხოფი სოციალურ ქსელში.