პედოფილია და სექსუალური ძალადობა - დაკავებულია თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე. საქმე, რომლის დეტალებიც არ საჯაროვდება, 8 დანაშაულებრივ ეპიზოდს მოიცავს და ყველა მათგანში არასრულწოვანი გოგონები ფიგურირებენ.
დაზარალებულებს შორის არის დაკავებული სამხედროს ნათესავი მოზარდი, რომელსაც პედოფილიაში ბრალდებულმა ინტიმური ფოტოების გაგზავნა აიძულა და ნათესავებში გაავრცელა.
დანაშაულს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს, 32 წლის კაცს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
იხილეთ ასევე: