"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა "საქართველოს კულტურის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა, ნიკა გვარამიამ და ელენე ხოშტარიამ "საქართველოს კულტურის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი. ოპოზიციურმა პარტიებმა საინიციატივო ჯგუფთან "კულტურა დემოკრატიისთვის" თანამშრომლობა დაიწყეს. პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებმა ხელმოწერით დაადასტურეს, რომ იზიარებენ იმ ღირებულებებს და ხედვას, რომელიც ავტორებს "საქართველოს კულტურის დეკლარაციაში" აქვთ შეთავაზებული და რომელიც კულტურის პოლიტიკაში ახალ ინიციატივებს ეფუძნება. 

"პოლიტიკოსებს უნდა გვესმოდეს, ყველაფერი შეიძლება ჩვენ არ ვიცოდეთ და ყველაფერში შეიძლება ჩვენ არ ვერკვეოდეთ. და ჩვენი დანიშნულება ის კი არ არის, ყველაფერში გავერკვეთ და ჩვენ გადავწყვიტოთ ერთპიროვნულად, მნიშვნელოვანი ფუნქცია არის, რომ მოვუსმინოთ ადამიანებს, ვინც იცის როგორ უნდა იმართებოდეს დარგი, ვინც მოდის ამ დარგიდან, ვისაც აქვს გამოცდილება და ვისაც ვენდობით. არამარტო ჩვენ, არამედ საზოგადოება. ვდებთ პირობას, როცა ხელისუფლებაში მოვალთ მთელი კოალიცია, აუცილებლად კულტურას ექნება შესაძლებლობა, რომ განვითარდეს როგორც ფინანსური დახმარების კუთხით, ასევე თავისუფლების კუთხით", - ამბობს ნიკა გვარამია.

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი