უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, პარასკევს, 6 სექტემბერს ერთმანეთს გერმანიაში შეხვდებიან. როგორც გერმანიის მთავრობის სპიკერმა სააგენტო AFP-სთან განაცხადა, შოლცი ზელენსკის "პარასკევს, დღის მეორე ნახევარში, ფრანკფურტში შეხვდება”.
ვიზიტის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისტის უცნობია.