აშშ-მა რუსეთის დაზვერვის ხუთ თანამშრომელს უკრაინაზე კიბერთავდასხმების გამო ბრალი წაუყენა

გამოქვეყნდა:

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დაზვერვის ხუთ თანამშრომელს და რუს სამოქალაქო პირს უკრაინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ კიბერშეტევების შეთქმულების მომზადების გამო, ბრალი წაუყენა. 

შესწორებულ საბრალდებო დასკვნაში იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს კიბერ დანაყოფმა "მასშტაბური კიბეროპერაციები" ჩაატარა, ჯერ კიდევ 2020 წლიდან 2022 წლის თებერვლამდე, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მათ, სავარაუდოდ, უკრაინის გარდა NATO-ს სულ მცირე 26 ქვეყნის სისტემა ამოიღეს მიზანში.

თავდაპირველ საბრალდებო დასკვნაში, რომელიც ივნისში წარადგინეს აშშ-ის მერილენდის ოლქის სასამართლოში, მხოლოდ ერთი ბრალდებულის სახელი იყო დასახელებული: ამინ სტიგალი, მას ბრალად ედებოდა შეთქმულების მომზადება რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოსთან ერთად.
შესწორებულ საბრალდებო დასკვნაში ასევე არიან GRU-ს ფარული ნაწილის, "განყოფილება 29155"-ის წევრები: იური დენისოვი, ვლადისლავ ბოროვკოვი, დენის დენისენკო, დიმიტრი გოლოშუბოვი და ნიკოლაი კორჩაგინი.

მანამდე ხუთშაბათს, აშშ-ის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის სადაზვერვო სააგენტოებმა გამოსცეს გაფრთხილება, რომ კიბერ-ჯაშუშობის ჯგუფი, რომელიც რუსეთის GRU-ს ფარგლებში მუშაობს და ცნობილია, როგორც "განყოფილება 29155", მიზნად ისახავს კრიტიკულ ეროვნულ ინფრასტრუქტურას.

Reuters-ი დასავლეთის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ "განყოფილება 29155", რომელიც საბრალდებო დასკვნის ცენტრშია, რუსეთის ფარგლებს გარეთ დივერსიულ და მკვლელობის მისიებს ახორციელებს. New York Times-ის ცნობით, დანაყოფის წევრები 2018 წელს ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის მკვლელობის მცდელობის უკან იდგნენ. ასევე ორი წლის წინ მონტენეგროში გადატრიალების მცდელობის უკან.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი