რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 44 "შაჰიდიდან" 27 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 44 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 27 ჩამოაგდეს, 8 უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა, 1 კი ოკუპირებული დონეცკის მიმართულებით დაბრუნდა. ასევე, უწყების ცნობით, რუსეთმა უკრაინას ერთი "Kh-59-ის" ტიპის რაკეტითა და ერთი "Kh-31P" სარადარო რაკეტით შეუტია.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა კიევის, კიროვოგრადის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაევის, ხერსონის, პოლტავას, ჩერნიგოვის, ხარკოვის, ლვოვის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და სუმის რეგიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი