უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 67 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 58 ჩამოაგდეს, 3 უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა, ექვსმა დრონმა კი უკრაინის კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა ვინიცაში, რივნეში, ხმელნიცკის, კიევის, კიროვოგრადის, მიკოლაევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, სუმის, ხერსონის და პოლტავას რეგიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.