უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი Telegram-ს უკრაინის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი Telegram-ს უკრაინის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს, ამის შესახებ მან რადიო ქარტიასთან ინტერვიუში განაცხადა. Telegram-ის დაბლოკვა, როგორც ეს იყო Odnoklassniki-სა და Vkontakte-ს შემთხვევაში მოხდა, ტექნიკურად უფრო რთულია, მაგრამ შესაძლებელია.

"Telegram-ი საზიანოა. ამის თქმის არასდროს შემშინებია, ეს არის საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამას აბსოლუტურად პირდაპირ ვამბობ, და ჩვენ ეს დოკუმენტურადაც კი დავაფიქსირეთ. ჩვენი კვლევის მიხედვით, Telegram-ი საზოგადოებაში ინფორმაციის ძირითადი წყაროა. მან გადაუსწრო ყველაფერს. მე არ ვარ მომხრე, რომ უბრალოდ ავიღოთ და დავხუროთ, ეს საკმაოდ რთული გასაკეთებელია, მაგრამ შესაძლებელია.  მე მომხრე ვარ Telegram-ის ყველა არხის ფიზიკალიზაციის, თუ გსურთ რაიმე სიახლის გადაცემა, კეთილი ინებეთ და დარეგისტრირდით ისე, რომ ყველასთვის გასაგები იყოს, ეს არის რუსეთის მოქალაქის არხი, თუ უკრაინის. შემდეგ კი მას ექნება პასუხისმგებლობა," - განაცხადა ბუდანოვმა.  

რაც შეეხება X-ს, ბუდანოვის თქმით, ის საზიანო არაა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი