რუსეთმა გასულ ღამეს საჰაერო სივრციდან სუმის ოლქი დაბომბა | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსეთმა, გასულ ღამეს, საჰაერო სივრციდან სუმის ოლქი დაბომბა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ. დაშავებულებს კი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმამ ასევე დააზიანა კერძო სახლები და მანქანები. მოსახლეობას მოუწოდებენ დარჩნენ თავშესაფრებში.

მანამდე, 20 აგვისტოს, რეგიონზე განხორციელებული თავდასხმების ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლება სუმის ოლქიდან სულ 45 000 მოსახლის ევაკუაციას გეგმავს. კლიმენკოს ცნობით, დღემდე, ოლქიდან დაახლოებით 21 000 მოსახლე, მათ შორის 5000 ბავშვია ევაკუირებული.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი