რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 23 "შაჰიდიდან" 15 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 23 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 15 ჩამოაგდეს, 2 უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა. ასევე, უწყების ცნობით, რუსეთმა უკრაინას ოთხი Kh-59-ის ტიპის მართვადი საჰაერო რაკეტით შეუტია, რომელთაგან ერთი ჩამოაგდეს, სამმა კი მიზანს ვერ მიაღწია.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა ოდესის, ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი