"ეშინიათ, თავს არ დავესხათ კრემლს, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ეს არ შეგვიძლია" | ზელენსკის თქმით, უკრაინა იარაღის წარმოებას მიწისქვეშა საწარმოებში დაიწყებს

გამოქვეყნდა:

იტალიაში გამართულ ფორუმზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინისთვის იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"როდესაც თქვენ, მაგალითად იტალია ან რომელიმე სახელმწიფო საუბრობს, რომ ეშინიათ, ჩვენ თავს არ დავესხათ კრემლს. უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ის შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რომელიც თქვენ ან სხვა პარტნიორებს აქვთ, ფარავს და მუშაობს მხოლოდ 200-300 კილომეტრზე. 

ეს ხუმრობით, მაგრამ რა თქმა უნდა საქმე ძალიან სერიოზულად არის. ხაზგასმით ვამბობ ეს იარაღი გვჭირდება და ვიყენებთ სამხედრო მიზნებისთვის. ჩვენ გვჭირდება გამართული იარაღი, რომელიც მუშაობს 100 და 300 კილომეტრ მანძილზე სულ ეს არის, არანაირი სხვა იდეა აქ არ არის. გარდა ამისა, ჩვენ დავიწყებთ იარაღის წარმოებას მიწის ქვეშ, რათა უკრაინელმა ჯარისკაცებმა თავის დაცვა მაშინაც კი შეძლონ, როცა ჩვენი პარტნიორებისგან მოწოდება ფერხდება," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი