უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში, რუსული თავდასხმების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
გუბერნატორ ვადიმ ფალაშკინის განცხადებით, დონეცკის ოლქში რუსეთის თავდასხმებს 3 ადამიანი ემსხვერპლა, ქალაქ კოსტიანტინივკაში, ერთი სოფელ პეტრივკაში და კიდევ ერთი სოფელ შჩერბინივკაში. ოლქში დაშავდა სულ მცირე 11 ადამიანი.
ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სუმის ოლქში რუსული ძალები თავს დაესხნენ ჰლუხივის თემს FPV თვითმფრინავებით, მართვადი საჰაერო ბომბებით და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაშავდა. რუსეთმა მართვადი საჰაერო ბომბებით, ასევე დაარტყა სუმის თემს, შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.
გუბერნატორ ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში 73 და 81 წლის ორი ქალი დაიღუპა. რუსული იერიშის შედეგად ასევე დაშავდა 5 ადამიანი, მათგან ერთი ბავშვი.
ხერსონის ოლქში რუსული ძალები, გასული დღის განმავლობაში, თავს დაესხნენ 19 დასახლებას, მათ შორის მის რეგიონულ ცენტრ, ქალაქ ხერსონს. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა.
გუბერნატორ სერხი ლისაკის თქმით, დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთი არტილერიით თავს დაესხა ნიკოპოლის ოლქების მიროვესა და მარჰანეცის თემებს, რის შედეგადაც დაიღუპა 76 წლის ქალი და დაშავდა ორი ქალი, 60 და 62 წლის.