უკრაინაზე შეტევის დროს, რუსული დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე შეფრინდა | თავდაცვის უწყებამ ჰაერში ორი F-16 გამანადგურებელი აუშვა

გამოქვეყნდა:

8 სექტემბერს ღამით უკრაინაზე რუსების შეტევის დროს რუსულმა დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეფრინდა. ამის შესახებ, რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

რუმინეთის თავდაცვის უწყების განცხადებით ტულჩეას და კონსტანტას სასაზღვრო ოლქების მაცხოვრებლებისთვის შესაძლო საჰაერო საფრთხის შესახებ გაფრთხილების შემდეგ, რუმინეთის საჰაერო ძალებმა „საჰაერო სიტუაციის მონიტორინგისთვის“ ჰაერში ორი F-16 გამანადგურებელი აუშვა.

„ამ მოვლენების დროს რადარის სათვალთვალო სისტემამ აღმოაჩინა და თვალყური ადევნა დრონის მარშრუტს, რომელიც გამოჩნდა ეროვნულ საჰაერო სივრცეში და დატოვა ეროვნული ტერიტორია უკრაინის მიმართულებით“, - ნათქვამია მოხსენებაში.

რუმინული მხარე ვარაუდობს, რომ დრონი შეიძლება ჩამოვარდნილიყო ტულჩეას ოლქის სოფელ პერიპრავას მახლობლად უკაცრიელ ადგილზე, სადაც ამჟამად სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი