უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 9 სექტემბრის ღამეს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამი "Kh-59/69" ტიპის მართვადი რაკეტა და "შაჰიდის" ტიპის 8 დრონი გაუშვა. უწყება ამბობს, რომ მოახერხეს ორი რაკეტისა და 6 დრონის ჩამოგდება. გავრცელებული ინფორმაციით, ორი დრონი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით დაიკარგა უკრაინის ტერიტორიაზე.
საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა კიევის, ჩერკასის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.
ქალაქ ხარკოვის მერმა დაწერა, რომ თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, დაზანდა საცხოვრებელი კორპუსები, თუმცა არავინ დაშავებულა.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ კი განაცხადა, რომ ყველა დრონი, რომელიც ქალაქს ესხმოდა თავს, ჩამოაგდეს. მან აღნიშნა, რომ ეს იყო მეხუთე თავდასხმა კიევზე სექტემბრის დასაწყისიდან.