შვედეთი უკრაინას 400 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

გამოქვეყნდა:

შვედეთი უკრაინას 400 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.

როგორც ირკვევა, 9 სექტემბერს შვედეთის მთავრობამ რიგით მე-17 სამხედრო პაკეტი წარმოადგინა რომლის ღირებულება 4.6 მილიარდ კრონას (401.6 მილიონი ევრო) შეადგენს. დახმარების ახალი პაკეტი შეიცავს ჯავშანტრანსპორტიორ PBV 302-ის შემნიღბველ მოწყობილობებს, ასევე Robot System 70 ტიპის გადასატან საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს.

პაკეტში არის მსხვილი და მცირე კალიბრის ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, ყუმბართმტყორცნები, ჩაფხუტები და ზამთრის ტანსაცმელი. გარდა ამისა, შვედეთი უკრაინას Combat Boat 90 მოდელის საბრძოლო კატერებს გადასცემს.

"მე-17 პაკეტით შვედეთი უკრაინის მხარდაჭერის ახალა ფაზაში შედის", - წერია მთავრობის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი