მოსკოვის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ვორობიოვი ამბობს, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად რამენსკოეში ორ მაღალსართულიან კორპუსში რამდენიმე ბინა დაიწვა. დაიღუპა 46 წლის ქალი და დაშავდა სამი ადამიანი. კორპუსებიდან 43 ადამიანი დროებითი განსახლების ცენტრში გადაიყვანეს.
ომის დაწყების შემდეგ რუსეთზე უპილოტო საფრენი აპარატებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ 9 ოლქში ჯამში 144 დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 20 მოსკოვში. სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ დაიხურა მოსკოვის ოთხი აეროპორტი და შეჩერდა 30-ზე მეტი შიდა და საერთაშორისო რეისი, რომლებიც ემსახურება რუსეთის დედაქალაქს.
უკრაინას თავდასხმასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.