რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 25 "შაჰიდიდან" 20 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 25 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 20 ჩამოაგდეს, 5 უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა. ასევე უწყების ცნობით, რუსეთმა უკრაინას 1 "ისკანდერ-მ" ბალისტიკური რაკეტით, ორი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტითა და ექვსი Kh-31P სარადარო რაკეტით შეუტია.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა კიევის, ხერსონის, ჩერკასის, სუმის, დნეპროპეტროვსკის და პოლტავას რეგიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი