უკრაინაში რუსეთის თავდასხმებს გასული დღის განმავლობაში 1 ადამიანი ემსხვერპლა | დაშავებულია 18

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში, რუსეთის თავდასხმებს სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 18. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული ხელისუფლება ავრცელებს.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის მიერ ჩერნიგოვის სიფელ ხოტიივკას დაბომბვის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, 10 სექტემბერს დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის დაბომბვის შედეგად 45 წლის კაცი დაშავდა.

დონეცკის ოლქის წინააღმდეგ რუსულ თავდასხმებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, მეორე კი დაშავდა. გუბერნატორ ვადიმ ფალაშკინის ინფორმაციით, დაიჭრა კიდევ ერთი პირი ამავე ოლქის სხვა დასახლების დაბომბვისას.

რუსული თავდასხმების ქვეშ მოექცა ჩერკასის, ხარკოვის, კიევის, ლუგანსკის, მიკოლაევის, სუმის, პოლტავას და ზაპოროჟიეს ოლქები, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი