"ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკა და შანტაჟი პოლიტიკურ ოპონეტებზე- ასე ეხემაურება ოპოზიცია ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ მასა და მის შვილს უთვალთვალებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი ხელისუფლების სისუსტის ნიშანია და რომ ივანიშვლი არჩევნების წაგებაში დაწრმუნებულია:
ეს არის ამ ხელსიუფელბის ხელწერა. პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალი, არა მხოლოდ თვალთვალი, არამედ მაგალითად: იარაღის ჩადება და დაპატიმრება, როგორც ეს მოხდა მაგალითად, გიორგი რურუას შემთხვევაში. ეს ყველაფერი არის ნიშანი სისუსტის და იმ იმის ნიშანი, რომ დარწმუნებულია ბიძინა ივანიშვილი, რომ წააგებს არჩევნებს, კარგავს ძალაუფლებას და სასოწარკვეთილებას მიცემული მისი ქვეშევრდომები ასრულებენ ყველა დავალებას, რასაც იღებენ ზემდგომი შესაბამისი, მათი პირებისგან, - თქვა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 სექტემბერს ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მას და მის 21 წლის შვილს უთვალთვალებენ. მისივე ინფორმაციით, მანქანა, რომელიც მის შვილს დაყვება და ფოტოებს უღებს, გლდანის განყოფილების თანამშრომელს, პეტრიაშვილს ეკუთვნის.