უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ომში რუსეთის ცოცხალი ძალის დანაკარგმა უკვე გადააჭარბა 630 000-ს. უწყება ამბობს, რომ მხოლოდ ბოლო 24 საათში გაანადგურეს 1 270 ჯარისკაცი, 1 თვითმფრინავი, 11 ტანკი და 73 საარტილერიო სისტემა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ შავ ზღვაში ოპერაციის დროს უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ჯარისკაცებმა გაანადგურეს რუსული "Су-30СМ" საბრძოლო თვითმფრინავი.
უწყება ამბობს, რომ რუსმა ოკუპანტებმა საბრძოლო თვითმფრინავებთან კონტაქტი 2024 წლის 11 სექტემბერს დილის 5 საათზე დაკარგეს, დაახლოებით სამი საათის შემდეგ რუსებმა დაიწყეს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია An-26 თვითმფრინავით, ასევე Mi-8 და Ka-27 ვერტმფრენებით.
თვითმფრინავი ეკუთვნოდა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 43-ე ცალკეულ საზღვაო საავიაციო პოლკს, რომელიც დაფუძნებულია დროებით ოკუპირებულ ყირიმში ქალაქ საკის აეროდრომზე.
უკრაინული მხარის ცნობით, ასეთი თვითმფრინავის ღირებულება დაახლოებით $50 მილიონია.