"სურსათის უსაფრთხოება არასოდეს უნდა იყოს რაკეტების სამიზნე" | ზელენსკი რუსული რაკეტის მიერ ხორბლით დატვირთული გემის დაბომბვას გამოეხმაურა

გამოქვეყნდა:

რუსულმა რაკეტამ შავ ზღვაში ეგვიპტისთვის განკუთვნილი ხორბლით დატვირთულ სამოქალაქო გემს დაარტა. აღნიშნულ ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და მსოფლიოს რეაგირებისკენ მოუწოდა. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინული სურსათის ექსპორტის მნიშვნელობას გლობალური უსაფრთხოებისთვის.

"რუსული რაკეტა ეგვიპტისთვის განკუთვნილი ხორბლის ტვირთის წინააღმდეგ. შავ ზღვაში დღევანდელი დარტყმა, რომელიც მიმართული იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო გემის წინააღმდეგ, უკრაინის ტერიტორიული წყლების დატოვებისთანავე, წინასწარი მონაცემებით, საბედნიეროდ, ადამიანური მსხვერპლის გარეშე დასრულდა," - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი დონორია.

”მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ათობით ქვეყნის შიდა სტაბილურობა და ცხოვრება დამოკიდებულია ჩვენი საექსპორტო კვების დერეფნის ნორმალურ და შეუფერხებელ მუშაობაზე. ჩვენი მხრიდან საკვების მიწოდება აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის კრიტიკულ საკითხს წარმოადგენს. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ჩვენი პორტები, ჩვენი შავი ზღვა და საკვების მიწოდება გლობალურ ბაზარზე. უკრაინის რეალური პრიორიტეტი არის სიცოცხლის დაცვა და ასე ასევე უნდა იყოს ყველა ქვეყნის პრიორიტეტი. ჩვენ ველოდებით მსოფლიოს რეაქციას. ხორბალი და სურსათის უსაფრთხოება არასოდეს უნდა იყოს რაკეტების სამიზნე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი