
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ სომხეთი ახალი ომისთვის ემზადება და მეზობელ სახელმწიფოს აფრთხილებს. ილჰამ ალიევი სომხეთს აგრესიულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს და მოუწოდებს უარი თქვას "თავის მახინჯ გეგმებზე"
სომხეთი აგრესიული სახელმწიფოა. მათი სიძულვილი აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელების მიმართ აისახება მათ მახინჯ პოლიტიკაში. კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო ისინი, რომ თუ უარს არ იტყვიან თავიანთ მახინჯ გეგმებზე, ეს მათ ძალიან სერიოზულ შედეგებს მოუტანს
ისინი ახალი ომისთვის ემზადებიან. მათი ძალების კონცენტრაცია ხდება კონტაქტის ხაზთან. ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერს ვუყურებთ. ჩვენ მივყვებით მათ ყველა მოქმედებას. რა თქმა უნდა, ჩვენ თავს დავიცავთ. როგორც ჩვენ დავიცვათ თავი ტოვუზში, ისე დავიცავთ თავს ყველა სხვა მიმართულებით. ტოვუზის მოვლენები მათთვის შემდეგი გაკვეთილი იყო. თუ მათ ახალი გაკვეთილის სწავლა სურთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ”- ამბობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, გასულ ზაფხულს, 12 ივლისს, ვითარება ამჯერად ტავუშისა და ტოვუზის საზღვარზე დაიძაბა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედროების გარდა, დაღუპულებს შორის არიან აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედრო მაღალჩინოსნებიც.