უკრაინელი ჰაკერები ФСБ-თან დაკავშირებულ ცენტრს თავს დაესხნენ და 1,5 მილიონი ციფრული ხელმოწერა მოიპოვეს. უკრაინული მედია წერს, რომ გატეხილია ფედერალური სერტიფიცირების ცენტრის სერვერები, რომელთა ცენტრებიც რუსეთის 60-ზე მეტ რეგიონშია წარმოდგენილი.
მათივე ინფორმაციით, უკრაინელი ჰაკერები აანონსებენ თავიანთ განზრახვას, გაყიდონ ციფრული ხელმოწერები, შემოსული რესურსი კი შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად გაგზავნონ. რუსულ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ უკრაინელების მიერ მოპოვებული მასალა მაკომპრომატირებელი არ არის.