უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 26 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 24 ჩამოაგდეს. დილის 9:00 საათისთვის, საჰაერო სივრცეში კვლავ რჩება მოწინააღმდეგის ერთი დრონი.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა მიკოლაევის, ოდესის, ხმელნიცკის და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.