უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში რუსების თავდასხმას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, 41 კი დაშავდა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში გასული დღის განმავლობაში რუსული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 41 დაშავდა. დაღუპულთა შორის ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები და პირველი რეაგირების თანამშრომლები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული ხელისუფლება ავრცელებს.

გუბერნატორ სერხი ლისაკის განცხადებით, დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი ღამით რუსული ძალების სამიზნე გახდა. თავდასხმების შედეგად ნიკოპოლში 73 წლის პირი დაშავდა, რომელიც ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე, დაზიანდა ეკლესია, სახანძრო მანქანა, სახლები და სხვა შენობები.

გუბერნატორ ვადიმ ფალაშკინის განცხადებით, დონეცკში თავდასხმებს 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 10.

კოსტიანტინივკას მახლობლად სოფელ ვიროლიუბივკაზე დარტყმამ გაანადგურა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ჰუმანიტარული სატვირთო მანქანა, დაიღუპა წითელი ჯვრის 3 თანამშრომელი და დაშავდა კიდევ 2. სოფელ კრასნოიარსკეში სახლზე თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. 2 კოსტიანტინივკაში, 2 კი კურახოვსა და სუხა ბალკაში.

ხარკოვის ოლქში, გუბერნატორ ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, 4 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. 12 სექტემბერს იზუმის მახლობლად მდებარე სოფელ ბოროვაზე თავდასხმებმა 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 10. ასევე დაზიანდა ოთხი სახლი. ხარკოვზე იმავე დღეს ავიაიერიშის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი: სამი ქალი 39, 70 და 83 წლის და 33 წლის კაცი. ქალაქ დერჰაჩიში 2 კაცი და ქალი დაშავდა, სოფელ მოროზოვაში კი 1 ადამიანი.

გუბერნატორ ოლექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, ხერსონში 1 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. ასევე დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო საწარმო, 16 სახლი, დამხმარე შენობა და მსუბუქი ავტომობილები.

გუბერნატორ ვიტალი კიმმის თქმით, 12 სექტემბერს ადგილობრივი დროით 10:42 საათზე, მიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვზე თავდასხმის დროს 11 წლის გოგო დაიჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა დრონით შეტევა განახორციელა ოდესის ოლქზე, რის შედეგადაც დაშავდა 74 წლის კაცი და დაზიანდა ოთხი ავტოფარეხი, 20 სახლი, ოთხი მანქანა და სხვა ქონება.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სუმის ოლქში 12 სექტემბერს, იამპილიას თემის წინააღმდეგ რუსული ავიაციის იერიშის დროს ქალი დაიღუპა.

თავდასხმის ქვეშ მოჰყვა ჩერნიგოვის, ლუგანსკის, ხმელნიცკის და ზაპოროჟიეს ოლქებიც, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია. ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, დასავლეთ ივანო-ფრანკოვსკის ოლქის წინააღმდეგ თვითმფრინავის თავდასხმის დროს ინდუსტრიული ობიექტი დაზიანდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი