უკრაინამ სამშობლოში 103 სამხედრო ტყვე დააბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და ეროვნული პოლიციის ჯარისკაცები საბოლოოდ სახლში დაბრუნდნენ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ტყვეობიდან ყველას დასაბრუნებლად. დიდება უკრაინას", - წერს უწყება X-ზე.