უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 14 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 10 ჩამოაგდეს. ასევე, უწყების ცნობით, რუსეთმა უკრაინას ორი "ისკანდერ-მ" ბალისტიკური რაკეტით და ერთი Kh-59-ის ტიპის მართვადი საჰაერო რაკეტით შეუტია, რომელთაგან ერთი Kh-59 ჩამოაგდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა დნეპროპეტროვსკის, სუმის, პოლტავასა და მიკოლაევის რეგიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.